შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წყალტუბოში ყოფილი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალწლიანი მცენარეები დააზიანეს
01.03.2023
უკან დაბრუნება
წყალტუბოში ყოფილი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალწლიანი მცენარეები დააზიანეს. ამასთან დაკავშირებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს: “ადგილობრივი თვითმმართველობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მწვანე ნარგავების განახლებასა და მოვლა-პატრონობას, რადგან ჯანსაღი და მწვანე გარემო პირდაპირ აისახება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც ხეებს მიზანმიმართულად აზიანებენ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ გამოიჩინოთ გულისხმიერება, გაუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით ვიზრუნოთ მის განვითარებაზე"- ნათქვამია წყალტუბოს მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.