შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



“ფარმაცევტულ ბაზარზე დიდი ალბათობით საქმე შეთანხმებულ მოქმედებებთან გვაქვს“ - სექტორი არაკეთილსინდისიერ ქმედებაში ჯანდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა
01.03.2023
უკან დაბრუნება
ფარმაცევტულ ბაზარზე დიდი ალბათობით საქმე შეთანხმებულ მოქმედებებთან გვაქვს“ - სექტორი არაკეთილსინდისიერ ქმედებაში ჯანდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. როგორც ზურაბ აზარაშვილი ამბობს, უწყება ფარმასექტორში მიმდინარე რეფორმების პროცესში ჰოლდინგური შეთქმულებების წინააღმდეგ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. მისი თქმით, რეფერენტული ფასების ეტაპობრივი ამოქმედების შემდეგ კომპანიებმა მედიკამენტების ნაწილი, განსაკუთრებით თურქეთიდან იმპორტირებული, მნიშვნელოვნად გააძვირეს.