ქუთაისში ბავშვის უფლებების შესახებ ტრენინგი გაიმართა. სემინარს საჯარო სკოლების მოსწავლეები უძღვებოდნენ
28.02.2023
უკან დაბრუნება
ქუთაისში ბავშვის უფლებების შესახებ ტრენინგი გაიმართა. სემინარს საჯარო სკოლების მოსწავლეები უძღვებოდნენ. პატარა სპიკერებმა დამსწრეებს თავიანთი გამოცდილება და შეხედულებები გაუზიარეს, ასევე ხაზი გაუსვეს ბავშვების მონაწილეობის მნიშვნელობასა და მათ როლს საკუთარი უფლებების ხელშეწყობაში. მიზანი მოსწავლეების საჭირო ცოდნითა და უნარებით აღჭურვა იყო. შეხვედრას პარლამენტის წევრები, სამთავრობო უწყებების, სასამართლოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.