„ღრმად გვაშფოთებს კანონპროექტის გავლენა, საქართველოში სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე“ - ასე ეხმიანება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს
28.02.2023
უკან დაბრუნება
„ღრმად გვაშფოთებს კანონპროექტის გავლენა, საქართველოში სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე“ - ასე ეხმიანება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ამერიკული მხარის შეფასებით, რუსულ-უნგრულის, მსგავსი კანონის სინთეზია და არა ამერიკული.
პრაისის განცხადებით, ეს კანონი ხელს შეუშლის საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას და იმ მისწრაფებას, რაც ქართველ ხალხს, ბოლო ათწლეულის მანძილზე მკაფიოდ აქვს გამოხატული.