წმინდანის ხატი და ფეხსაცმელი ქართველმა თანამემამულეებმა ჩამოაბრძანეს, სადაც წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის უხრწნელი ნაწილები განისვენებს.
ბაგრატის ტაძარში წმინდანის ფეხსაცმელი კვირის ჩათვლით დარჩება, შემდეგ კი ბინას სვეტიცხოველში დაიდებს.
ბაგრატის ტაძარი გამოირჩევა სიწმინდეებით.
რამდენიმე დღის წინ კიშინიოვისა და სრულიად მოლდავეთის მიტროპოლიტმა ვლადიმერმა მეუფე კალისტრატეს საჩუქრად გადასცა ცხოვლისმყოფელი ჯვრისა და 25ი წმინდანის ნაწილი.
ტაძარში ასევე დაბრძანებულია ქართველი თანამემამულეების მიერ გამოგზავნილი ტურინის მაცხოვრის სუდარა.
ტაძრის შუაგულში კი 11ი წმინდა ნაწილი, რომელიც არსენ იყალთოელმა დავით აღმაშენებელს ჩამოუტანა.
შავოსანმა დედებმა ეკლესიას მაცხოვრის ჯვარცმა შესწირეს, რომლის სადგამიც სამეგრელოს რაიონის სოფელ ბალდიდან არის ჩამოტანილი.
ქუთაისში ამჟამად წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ერთი ტაძარი ფუნქციონირებს, ერთიც კი მშენებარეა.

