პარტია “მოქალაქეები“ ლევან იოსელიანს სახალხო დამცველის კანდიდატად წარადგენს
28.02.2023
უკან დაბრუნება
პარტია “მოქალაქეები“ ლევან იოსელიანს სახალხო დამცველის კანდიდატად წარადგენს. განცხადება პარტიის ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა გააკეთა. როგორც ის აცხადებს ეს გადაწყვეტილება რამდენიმეთვიანი მსჯელობის შემდეგია. სახალხო დამცველის კანდიდატურაზე შეჯერება, მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ ამ დრომდე ვერ მოახერხა.