ქუთაისში კლიმატური პირობების გაუარესების გამო ჩამოწოლილმა მეწყერმა გოდოგანის რეზერვუარის სატრანზიტო თუჯის მაგისტრალი დააზიანა
24.02.2023
უკან დაბრუნება
ქუთაისში კლიმატური პირობების გაუარესების გამო ჩამოწოლილმა მეწყერმა გოდოგანის რეზერვუარის სატრანზიტო თუჯის მაგისტრალი დააზიანა. 22 თებერვალს ჩატარებული ფიზიკური სამუშაოების დასრულებისა და მაგისტრალის შეკეთების შემდეგ განმეორებითი მეწყერი 23 თებერვალს ჩამოწვა. ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
ქალაქის ფილიალის ტექნიკურმა ჯგუფმა, რთული კლიმატური პირობების მიუხედავად, ორ დღიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად დაზიანებული მონაკვეთის შეკეთება შეძლო.
ამ ეტაპზე, ქუთაისს წყალმომარაგება უწყვეტად მიეწოდება.