შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში ავტობუსით ან მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულება 60 თეთრს შეადგენს
24.02.2023
უკან დაბრუნება
ქუთაისში ავტობუსით ან მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულება 60 თეთრს შეადგენს. ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, სამგზავრო ბარათის შეძენა შესაძლებელია ქალაქის ქსელურ მარკეტებში. მგზავრობის ღირებულების გადახდა ასევე ‘’თიბისის’’ ნებისმიერი ბარათით შეიძლება. მოქალაქე ვალდებულია, ავტობუსში ან მიკროავტობუსში ასვლისთანავე სამგზავრო ტარიფით განსაზღვრული მგზავრობის ღირებულება გადაიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 20 ლარის ოდენობით. 1 მარტიდან, ჯარიმის გადახდა შესაძლებელი იქნება ‘’თიბისი’’ - - ფეის აპარატებზე, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით.