ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია -პერფორმანსი გაიმართა
24.02.2023
უკან დაბრუნება
,,წინააღმდეგობის ერთი წელი,,-ამ სლოგანით დღეს ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია -პერფორმანსი გაიმართა.
მონაწილეებმა რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლის თავი შეაფასეს და რუსეთი უკრაინის ოკუპაციასა და მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს.
აქცია-პერფორმანსი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ერთი თვის წინ დაფუძნებული ორგანიზაციიის ,,ქუთაისი დნიპროსთვის’’ ორგანიზებით გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ კამპანიის ფარგლებში
დაზარალებულთა დასახმარებლად გროვდება თანხა , რომელიც დნიპროს მერიას გადაერიცხება.