მდინარე რიონის სტიქიური ადიდებით გამოწვეულმა წყალმოვარდნამ, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე, მდინარეზე მშენებარე ხიდის მე-8 ბურჯი დააზიანა
23.02.2023
უკან დაბრუნება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე რიონის სტიქიური ადიდებით გამოწვეულმა წყალმოვარდნამ, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე, მდინარეზე მშენებარე ხიდის მე-8 ბურჯი დააზიანა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
ადგილზე იმყოფებოდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც არსებული ვითარების შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაიწყეს , რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს დაზიანებული ბურჯის აღდგენა.