შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მუზეუმის ნაცვლად, საგამოფენო სივრცის მოსაწყობად დარჩენილი ერთადერთი კედელიც დაიშლება
23.02.2023
უკან დაბრუნება
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მუზეუმის ნაცვლად, საგამოფენო სივრცის მოსაწყობად დარჩენილი ერთადერთი კედელიც დაიშლება. ინფორმაციას სააგენტო “ქუთაისი პოსტი“ ავრცელებს. ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე ყოფილი მუზეუმის შენობის წინა მხარის კედლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ავარიულია და საჭიროებს გამაგრება გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარებას, თუმცა კედლის დაზიანებითა და ფიზიკური ცვეთის გათვალისწინებით, არარენტაბელობიდან გამომდინარე, მისი აღდგენა არ მიაჩნიათ მიზანშეწონილად.