თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 48 ათასს გადააჭარბა.
23.02.2023
უკან დაბრუნება
თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 48 ათასს გადააჭარბა.
დამანგრეველი სტიქიიდან ზუსტად ორი კვირის თავზე, ძლიერ მიწისქვეშა ბიძგებს თურქეთში 6 ადამიანი შეეწირა, დაშავდა 500-ზე მეტი . ქვეყნის კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 6 თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში 7 200-ზე მეტი განმეორებითი რყევა დაფიქსირდა. აზიზე აკინი და მისი შვილები ყვებიან, რომ მიწისძვრამდე, რამდენიმე წუთით ადრე, მათმა ძაღლმა ყეფა და კანკალი დაიწყო, ოჯახის წევრებს გარეთ გაყვანას სთხოვდა და ამ გზით "აიძულა" შენობა დაეტოვებინათ. გარეთ გასვლიდან 20 წამში კი, კორპუსი, სადაც ოჯახი ცხოვრობდა, მთლიანად ჩამოინგრა.