შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დავით ყიფიანის თასის მფლობელი თბილისის "დინამო" გახდა
19.05.2016
უკან დაბრუნება
დავით ყიფიანის თასის მფლობელი თბილისის "დინამო" გახდა. "დინამომ" დავით ყიფიანის თასი მეცამტედ მოიგო. შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა. ფინალში "დინამოს" ბოლნისის "სიონი" დაუპირისპირდა. შეხვედრაში ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი 28-ე წუთზე ვახტანგ ჭანტურიშვილმა გაიტანა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა. მატჩს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველშვილი, სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდნეტი ლევან კობიაშვილი, იმერეთის გუბერნატორი და ქუთაისის მერი ესწრებოდნენ.