შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



არქიტექტორმა ვახტანგ დვალიშვილმა ქუთაისის მერიის წინ აქცია გამართა
07.02.2023
უკან დაბრუნება
არქიტექტორმა ვახტანგ დვალიშვილმა ქუთაისის მერიის წინ აქცია გამართა. მან ცენტრალურ მოედანზე ყოფილი ეთნოგრაფიული მუზეუმის რეაბილიტაცია გააპროტესტა და აღნიშნა რომ მშენებლობა არასწორად მიმდინარეობს. პროტესტის ნიშნად დვალიშვილმა ქუთაისის მერიას, მისთვის სხვადასხვა დროს გადაცემულ ღვაწლმოსილი ქუთაისელის საპატიო სიგელები უკან დაუბრუნა. ყოფილი მუზეუმის რეაბილიტაცია ერთი წლის წინ დაიწყო და 2023 წლის 15 თებერვალს უნდა დასრულდეს.