2022 წლის განმავლობაში საქართველოში 7 517 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა
07.02.2023
უკან დაბრუნება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის განმავლობაში საქართველოში 7 517 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 430, ხოლო დაშავდა 5 469 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, შსს-ს მონაცემების თანახმად, გასულ წელს დედაქალაქში 2 498 სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, დაშავდა 3 021 ადამიანი, ხოლო დაიღუპა 61 პირი.
როგორც „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი განმარტავს, ქვეყანაში 2022 წლის განმავლობაში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საგზაო სატრანსპორტო შემთხვევები შემცირებულია 6%-ით, დაზიანებები 2 %-ით, ხოლო ლეტალობა 4 %-ით.
„ამ პოზიტიური დინამიკის ფონზე, დედაქალაქში ლეტალობა 8%-ით გაიზარდა.
აღნიშნული ტენდენცია მიგვანიშნებს, რომ მეტი ფოკუსირება და ძალისხმევა არის საჭირო საგზაო უსაფრთხოების ასამაღლებლად.