შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მიწისძვრის შედეგების აღმოფხვრის მიზნით, თურქეთმა ნატოსგან საგანგებო დახმარება მოითხოვა
07.02.2023
უკან დაბრუნება
მიწისძვრის შედეგების აღმოფხვრის მიზნით, თურქეთმა ნატოსგან საგანგებო დახმარება მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 1 900-ს გადააჭარბა. პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდი შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 1200-ს გადააჭარბა. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.