შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სოციალურ ქსელში ჭიათურის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება
17.01.2023
უკან დაბრუნება
„სოციალურ ქსელში ჭიათურის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება, - ამის შესახებ ჭიათურის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „ ამბავი იმის შესახებ, რომ გედების ტბასთან დაბინავებული მაიმუნები „უპატარავეს გალიებში, მინუს გრადუსში იყინებიან", აბსოლუტური სიცრუეა და საერთო არაფერი აქვს სინამდვილესთან. ისინი იმყოფებიან შესაბამის პირობებში და კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით ხდება მაიმუნეწბის მოვლა, იზოლირებული არიან ენოტებისგან, მათი სამყოფელი თბება ნორმის ფარგლებში. ჩვენს მინი-ზოოპარკში დაბინავებულ ყველა ცხოველს და ფრინველს მეთვალყურეობას უწევს სპეციალისტი“. წერია განცხადებაში