ქუთაისში ბიოლოგიური გამწმენდი შენობა-ნაგებობა აშენდება
19.05.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის,გარემოზე ზემოქმედების ანგარიში დღეს ჟურნალისტებს კომპანია გამა კონსალტინგის წარმომადგენლებმა გააცნო.როგორც პროექტის ანგარიშშია ნაჩვენები ქუთაისში დაგეგმილია თანამედროვე ტიპის ბიოლოგიური გამწმენდი შენობა ნაგებობის აშენება,რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის საკანალიზაციო წყლების გაწმენდას.აღნიშნულ პროექტს აზიის ბანკის მხარდაჭერით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს.