დღეს ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის სატრანსპორტო კვანძი დაიკეტება
16.01.2023
უკან დაბრუნება
დღეს ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის სატრანსპორტო კვანძი დაიკეტება
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „საქართველოს სამშენებლო კომპანია“ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქარელი (სატრანსპორტო კვანძი)-აგარა-ხაშური-სურამის საავტომობილო გზაზე არსებული რკინიგზის გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, 2023 წლის 16 იანვარს 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროის აღნიშნულ პერიოდში მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სურამის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სურამის სატრანსპორტო კვანძიდან აგარის სატრანსპორტო კვანძამდე და ხაშურის გავლით ბორჯომის მიმართულებით და პირიქით.