შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში საშობაო არდადეგები დასრულდა
16.01.2023
უკან დაბრუნება
ქუთაისის საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში საშობაო არდადეგები დასრულდა. მოსწავლეებმა და მერიის ა(ა)იპ "ბაგა–ბაღების გაერთიანების“ აღსაზრდელებმა სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი დღეიდან, 16 იანვრიდან, განაახლეს. საგანმანათლებლო დაწესებულებებში საშობაო არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყო, საბავშვო ბაღებში კი - 31 დეკემბრიდან. ქუთაისში 38 საჯარო და 10 კერძო სკოლაა. რაც შეეხება მერიის ა(ა)იპ "ბაგა–ბაღების გაერთიანებას", სულ 37 ფილიალია, სადაც 7 643 აღსაზრდელია რეგისტრირებული.