ქართული თეატრის დღეს "საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ" წლის საუკეთესო თეატრალური ნაწარმოები და წლის მსახიობები გამოავლინა
16.01.2023
უკან დაბრუნება
ქართული თეატრის დღეს "საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ" წლის საუკეთესო თეატრალური ნაწარმოები და წლის მსახიობები გამოავლინა.
ამ კონკურსის ფარგლებში მესხიშვილის თეატრის მსახიობ დავით როინიშვილს აკაკი ხორავას სახელობის პრემია მიენიჭა.
აღნიშნული პრემია მსახიობს სპექტაკლებში „მაკბეტი“, „სიმართლე“, „ქარი ქრის ვერხვებში“ შესრულებული როლებისთვის გადაეცა.