იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს
12.01.2023
უკან დაბრუნება
მესამე დღეა იმერეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა რიგი პრობლემები შექმნა. ამ დროის მონაცემებით 300-მდე შენობის სახურავი არის დაზიანებული, 125 სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ასევე შეზღუდულია ბუნებრივი აირის მიწოდება. გარდა ამისა მუნიციპალიტეტებში წაიქცა მრავალწლოვანი ხეები. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობა და შესაბამის ღონისძიებებს მერებთან ერთად ატარებს. იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ასევე შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აწარმოებენ ზარალის დათვლას