საჯარო სკოლების სტატუსიან პედაგოგებს ,გაზრდილი ანაზღაურება იანვარში ჩაერიცხებათ
11.01.2023
უკან დაბრუნება
საჯარო სკოლების სტატუსიან პედაგოგებს ,გაზრდილი ანაზღაურება იანვარში ჩაერიცხებათ.
მთავრობის გადაწყვეტილებით 2023 წლიდან ,უფროსის წამყვანისა და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს დანამატი 125 ლარით ეზრდებათ.
ახალი ცვლილების თანახმად სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა იქნება:
უფროსი მასწავლებლისათვის – შეადგენს 795 ლარს [იყო 670 ლარი];
წამყვანი მასწავლებლისათვის – 1175 ლარს [იყო 1050 ლარი];
მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის – 1475 ლარს [იყო 1350 ლარი]
სტატუსის დანამატები გაიზარდა ასევე სპეციალური მასწავლებლებისთვისაც. შესაბამისად, 2023 წლის იანვრიდან სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა:
უფროსი სპეციალური მასწავლებლისათვის იქნება 795 ლარი;
წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის – 1175 ლარი.