საქართველოს პარლამენტი საქმიანობას 7 თებერვალს განაახლებს
11.01.2023
უკან დაბრუნება
საქართველოს პარლამენტი საქმიანობას 7 თებერვალს განაახლებს. რეგლამენტის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანო, საგაზაფხულო სესიაზე მუშაობას, თებერვლის პირველ სამშაბათს იწყებს. ცნობილია, რომ მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესია, საკმაოდ დატვირთული იქნება.
აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის მიერ, საქართველოსთვის მიცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებაა მისაღები. ამასთან, პარლამენტმა სახალხო დამცველიც უნდა აირჩიოს.
სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი, საკანონმდებლო ორგანოში, გასულ წელს ვერ შედგა, რადგან პოლიტიკური მხარეები, კანდიდატზე ვერ შეთანხმდნენ. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, პარლამენტი, ,,დეოლოგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნასაც ელოდება, რომელიც მმართველმა გუნდმა რეკომენდაციებისთვის, ვენეციის კომისიაში, გასულ წელს გააგზავნა.