შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, ალექსანდრე შეყელაძის მკვლელობის საქმეზე შსს-ს კადრების განკარგულებაში მყოფი თანამშრომლის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მას მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია
10.01.2023
უკან დაბრუნება
დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, ალექსანდრე შეყელაძის მკვლელობის საქმეზე შსს-ს კადრების განკარგულებაში მყოფი თანამშრომლის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მას მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია. ბრალდებულმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე სიტყვით ისარგებლა. -„წლები და მუხლები ჩემთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ რამე შეღავათი მქონდეს. პირიქით, გამიხარდებოდა ისეთ ქვეყანაში, ისეთ დროს მეცხოვრა, სადაც სიკვდილით დასჯა იქნებოდა, მაგრამ განზრახ ეს დანაშაული არ ჩამიდენია",- განაცხადა მღებრიშვილმა.