შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეს საზოგადოებრივი პლატფორმამ “დაიცავი მშვიდობა”, საქართველოს გენერელურ პროკურატურაში, მთავარი პროკურორის სახელზე განცხადება შეიტანა
10.01.2023
უკან დაბრუნება
დღეს საზოგადოებრივი პლატფორმამ “დაიცავი მშვიდობა”, საქართველოს გენერელურ პროკურატურაში, მთავარი პროკურორის სახელზე განცხადება შეიტანა 2008 წლის ომში საქართველოს მარცხის გამომწვევი მიზეზების შესწავლის და დამნაშავე პირების გამოკვეთის მიზნით გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით”- ნათქვამია მოძრაობა “დაიცავი მშვიდობის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის წარმომადგენლებიც მთავარ პროკურორs, ირაკლი შოთაძეს მიმართავენ. მიგვაჩნია, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს 2006 წლის კოდორის მოვლენებით, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით მტრად გამოაცხადეს კოდორის ხეობის მცველი მოსახლეობა, განახორციელეს უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნა. ჩვენ მზად ვართ დახმარება გაგიწიოთ ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეში და ვითანამშრომლოთ საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან! “- ნათქვამია საზოგადოებრივი პლატფორმა „დაიცავი მშვიდობა“-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.