შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სალონიკში, 23 წლის ქართველმა 2 საათში 8 შეიარაღებული ძარცვა განახორციელა
06.01.2023
უკან დაბრუნება
სალონიკში, 23 წლის ქართველმა 2 საათში 8 შეიარაღებული ძარცვა განახორციელა, ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ასაჯაროებს. ყაჩაღი-რეპერი - ასე მოიხსენიებს ბერძნული მედია ქართველ მამაკაცს, რადგან დაკავებული თავს სწორედ რეპერად ასაღებდა. როგორც გამოცემა იუწყება, 1999 წელს დაბადებული მამაკაცი ციხიდან 4 თვის წინ გამოვიდა. მისივე ცნობით, პროკურატურის ბრძანების შემდეგ, დაკავებულის ვინაობის დამადასტურებელი დეტალები და ფოტოები გასაჯაროვდა. 23 წლის ქართველის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები: ქურდობა, ძარცვის მცდელობა, დაუმორჩილებლობა, იარაღის უკანონო ტარება და გამოყენება.