დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებსა და მოძმე სომეხ ხალხს
06.01.2023
უკან დაბრუნება
დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებსა და მოძმე სომეხ ხალხს. ყველას, ვინც მაცხოვრის შობისა და ნათლისღების დღესასწაულს განსაკუთრებული სიხარულითა და უდიდესი ზეიმით აღნიშნავს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აცხადებს, ქართველ და სომეხ ხალხებს შორის არსებულმა ურთიერთპატივისცემამ და სიყვარულმა განაპირობა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და კეთილმეზობლობა.