1 იანვრიდან 1200-მდე დასახელების წამალი ეტაპობრივად გაიაფდება
06.01.2023
უკან დაბრუნება
1 იანვრიდან 1200-მდე დასახელების წამალი ეტაპობრივად გაიაფდება. უკვე ამოქმედდა რეფორმა, რომელიც მედიკამენტებზე ფასების ზედა ზღვარის დაწესებას გულისხმობს.
ჯანდაცვის სამინისტრო 15 იანვარს იმ მედიკამენტების სიას გამოაქვეყნებს, რომელიც ეტაპობრივად უნდა გაიაფდეს.
რეფორმის მიზანი ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობაა.
ჯანდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ რეფორმის ფარგლებში, მედიკამენტები დაახლოებით 40%-ით გაიაფდება.