ააიპ. სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით, ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართა ღია ტურნირი მინი-ფეხბურთში ,,ზამთრის თასი.’’ ტურნირი საინტერესოდ წარიმართა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ,,ტორპედოსა’’ და ,,მართვეს’’ გუნდები.. გამარჯვება წილად ხვდა ,,ტორპედოს’’ გუნდს. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, მათ შორის გაბრიელ ბიგვავა, რომელმაც საუკეთესო მეკარის ტიტული მიიღო.