შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,ილია მეორეს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა
05.01.2023
უკან დაბრუნება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,ილია მეორეს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა. პატრიარქი თავისი ავტორიტეტითა და ბრძნული ქადაგებებით უამრავი ადამიანისთვის გეზის მიმცემად და სულიერ მამად იქცა. მისი სიტყვა, ქცევა თუ ცხოვრების წესი სამაგალითოა მთელი საქართველოსთვის. ახალგაზრდობის ჟამს , როცა სასულიერო სემინარიაში დაიწყო სწავლა, ჰქონდა სურვილი ყოფილიყო ცოლშვილიანი მღვდელი და საქართველოს ერთ-ერთ პატარა სოფელში ეკლესიის წინამძღვარი. საქართველოს კათოლიკოს პაქტრიარქი რომ თავმდაბალი და სულიერად ამაღლებული პიროვნებაა ეს მის ოცნებაშიც აისახა . მას სურდა რომ მიწაზე ეშრომა სხვების მსგავსად .. "მინდოდა, ჩვეულებრივი ადამიანი ვყოფილიყავი. რიგითი,, ეს იყო ჩემი ოცნება. მიყვარდა ბუნება, ამ შესანიშნავ გარემოში ვიზრდებოდი. მიყვარდა პირუტყვი და ვფიქრობდი, რომ სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვიდოდი. ხანდახან მიტაცებდა მედიცინა, ვაგროვებდი რეცეპტებს, ხალხური მედიცინის დარგში. აღნიშნა პატრიარქმა ერთ-ერთ ინტერვიუში .