დღეიდან ყველა კატეგორიის პენსიონერთათვის პენსია და სოციალური დახმარებები გაიზარდა
05.01.2023
უკან დაბრუნება
დღეიდან ყველა კატეგორიის პენსიონერთათვის პენსია და სოციალური დახმარებები გაიზარდა.
70 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეთა პენსია 365 ლარით განისაზღვრა. ამავე კატეგორიის პირთათვის პენსია მაღალმთიან დასახლებებში, თითქმის, 440 ლარს უტოლდება. 70 წლამდე მოქალაქეები 295 ლარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 355 ლარს მიიღებენ . გარდა პენსიისა, მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური გასაცემელი 65 ლარით , ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირებისთვის _35 ლარით განისაზღვრა მიმდინარე წლის ივნისიდან, გათვალისწინებულია 150 ლარამდე გაზრდილი ბავშვთა სოციალური დახმარების სრული წლის დაფინანსება.