შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წიწვოვანი ხეების უკანონო მოპოვება-რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს
30.12.2022
უკან დაბრუნება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წიწვოვანი ხეების უკანონო მოპოვება-რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს. დეპარტამენტის ცნობით, მოქალაქეები, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე,80 ერთეულამდე ნაძვის სახეობის ხე-მცენარის უკანონო რეალიზაციას ახდენდნენ. დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა, წიწვოვანი ხე-მცენარეები დალუქეს და შესაბამისი აქტები შეადგინეს. “გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ხე-მცენარეები მოიპოვონ მხოლოდ კანონის ფარგლებში - სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში ან შეიძინონ იმპორტირებული ნაძვები. ”-აცხადებენ დეპარტამენტში.