თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ჯაბა სამუშია აირჩიეს
27.12.2022
უკან დაბრუნება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ჯაბა სამუშია აირჩიეს. ის კონკურსში ერთადერთი კანდიდატი იყო. კენჭისყრაში საბჭოს 32 წევრი მონაწილეობდა, მათგან 30-მა ჯაბა სამუშიას მისცა ხმა. სტუდენტების ნაწილი თვეებია ითხოვს უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების შესახებ კანონით განსაზღვრული რექტორის არჩევის წესის შეცვლას. ახალგაზრდებსა და სამუშიას შორის შეხვედრა უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, საპროტესტო აქციის შემდეგ შედგა.
როგორც თავად სტუდენტები ამბობენ , მათ პროტესტი შეწყვიტეს, მას შემდეგ, რაც სამუშიასგან მიიღეს მკაფიო დაპირება, რომ რექტორის არჩევის წესის შეცვლის პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება.