საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში მისცა პირები, რომლებიც ვადაგასულ და საკვებად უვარგის რძის პროდუქტებს სასაქონლო იერსახეს უცვლიდნენ და თბილისში არსებულ საცხობებში, საწარმოებსა და სავაჭრო ობიექტებში მის მოტყუებით რეალიზე
27.12.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში მისცა პირები, რომლებიც ვადაგასულ და საკვებად უვარგის რძის პროდუქტებს სასაქონლო იერსახეს უცვლიდნენ და თბილისში არსებულ საცხობებში, საწარმოებსა და სავაჭრო ობიექტებში მის მოტყუებით რეალიზებას ახდენდნენ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიღებული ინფორმაციის საფუძველსა და მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში ორი პირი მისცეს.