შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთო
23.12.2022
უკან დაბრუნება
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთო. რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის სახლის სკვერში, კულტურის ცენტრთან არსებულმა საბავშვო მუსიკალური თეატრის "ირიდა" - ს აღსაზრდელებმა, თეონა ლომსიანიძემ, ლევან ჟვანიამ და მომღერალთა ანსამბლმა სადღესასწაულო წარმოდგენა გამართეს. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს დამდეგი შობა - ახალი წელი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან ერთად მიულოცა. ნაძვის ხის საზეიმო ანთება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.