2023 წლის 2 იანვრიდან ასაწონად განკუთვნილი პოლიეთილენის პარკები ხმარებაში აღარ იქნება
23.12.2022
უკან დაბრუნება
2023 წლის 2 იანვრიდან ასაწონად განკუთვნილი პოლიეთილენის პარკები ხმარებაში აღარ იქნება. აღნიშნულ ცვლილებას N571-ე დადგენილება ითვალისწინებს. 14 დეკემბერს შესული ცვლილებებით, 1 მეტრამდე უნდა გაიზარდოს პოლიეთილენის ჩანთის ზომაც.
ცვლილების შედეგად ასაწონი პარკის საფასურის გადახდაც მომხმარებელს მოუწევს, რადგან პოლიეთილენთან შედარებით ბიო პარკის ფასი მინიმუმ 3-ჯერ ძვირია.