უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, მიხეილ თევდორაძე საქართველოში ჩამოასვენეს
22.12.2022
უკან დაბრუნება
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, მიხეილ თევდორაძე საქართველოში ჩამოასვენეს.
მიხეილ თევდორაძე უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე წავიდა. ის რამდენიმე დღის წინ ბახმუტის მისადგომებთან ბრძოლების დროს დაიღუპა. მასთან ერთად გარდაიცვალა სერგო ქართველიშვილიც და დაიჭრა სამი ქართველი.
თევდორაძე და ქართველიშვილი სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა.
ბახმუტთან დაღუპული ქართველებიდან ამ დროისთვის მხოლოდ მიხეილ თევდორაძის გადმოსვენება მოხერხდა.