თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა
22.12.2022
უკან დაბრუნება
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი დისტანციურად დაესწრო.
სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მოითხოვა, ყოფილ პრეზიდენტს ვიზუალურად ეჩვენებინა როგორ გამოიყურებოდა.
მოსამართლე გიორგი არევაძემ არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა . მისი განმართებით, ეს უპატივცემულობაა.
,,წამოდგომა კი, შეიძლება, მაგრამ ბატონო მიხეილ, თუ გაშიშვლდებას დაიწყებთ, გამოგრთავთ---განაცხადა გიორგი არევაძემ.
ადვოკატმა ხაჭაპურიძემ დღევანდელ პროცესზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთმელიძის აცილება მოითხოვა. მისივე განმარტებით, სააკაშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული მოპყრობის თაობაზე გამოძიებაა დაწყებული.
აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.