დღეს მუზეუმების წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვეს
18.05.2016
უკან დაბრუნება
მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალაქის მერი გივი ბრეგაძის სახლ-მუზეუმს სტუმრობდა.შოთა მურღულიამ ექვსი მუზეუმის 14 ღვაწლმოსილი და წარმატებული თანამშრომელი სიგელებით დააჯილდოვა და ფულადი თანხა გადასცა.
1977 წელს მოსკოვში მუზეუმის საერთაშორისო კავშირის მე-11 გენერალურ კონფერენციაზე საბჭოთა დელეგაციის ინიციატივით მიიღეს გადაწყვეტილება ამ პროფესიული დღის დაწესების შესახებ.1978 წლიდან ეს დღესასწაული მსოფლიოს 150 ქვეყანაში აღინიშნება.