22 დეკემბერს "კოკა-კოლას" საახალწლო ქარავანი ქუთაისს ეწვევა
20.12.2022
უკან დაბრუნება
22 დეკემბერს "კოკა-კოლას" საახალწლო ქარავანი ქუთაისს ეწვევა.
ღონისძიება ცენტრალურ მოედანზე, 19:30 საათიდან, "მაკდონალდსთან" აიღებს სტარტს და ის 21:30 საათამდე გასტანს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მოქალაქეებს წინ ბევრი სახალისო აქტივობა და გრანდიოზული ფეიერვერკი ელით.
"კოკა კოლას" ქარავანმა მსვლელობა, 19 დეკემბერს, დასავლეთ საქართველოდან დაიწყო, რომელიც 30 დეკემბრის ჩათვლით თითქმის ყველა ქალაქს მოივლის.