ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ნიკოლოზობის დღესასწაულს აღნიშნავს
19.12.2022
უკან დაბრუნება
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ნიკოლოზობის დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს მოქმედ ყველა ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. წმინდანი დიდი სიყვარულით სარგებლობს მორწმუნეებში, მას უხმობენ და ყველა გასაჭირში მისი შემწეობის იმედი აქვთ .
ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეს.