დიდი ხანი არ არის, რაც ქუთაისში მუნიციპალურმა ავტობუსებმა ძველი, ვადაგასული და გაუმართავი ტრანსპორტი ჩაანაცვლა. თურქეთიდან შემოყვანილი ახალი ავტობუსები ქალაქისთვის სასიამოვნო სიახლე გახდა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ როგორც სავარაუდო იყო, ვანდალიზმის ფაქტებმაც არ დააყოვნა, ხან ნაგვით ავსებენ ავტობუსის სალონებს, ხან კიდევ ჭრიან და სხვადასხვა წარწერით ჩხაპნიან სკამებს. სამწუხარო რეალობასთან თვალის გასწორება რთულია, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ახალ ავტობუსებში ვიდეოთვალია დამონტაჟებული, ვანდალიზმის ფაქტები მაინც მრავლადაა.