შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ნორა კვიციანი გარდაიცვალა
13.12.2022
უკან დაბრუნება
ნორა კვიციანი გარდაიცვალა.კოდორის ხეობის მცველი, მთის ქალი, მამაცი, გულიანი ნორა კვიციანი, შეთხზული ბრალდებით, საშიშ პატიმრად შერაცხული, 6 წელი იხდიდა სასჯელს სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში. ციხიდან ის მძიმე დიაგნოზით გამოვიდა. ნორა კვიციანი უკანასკნელ წერილში წერს: ,,ვალმოხდილი მივდივარ ჩემი ხეობელების და ჩემი ქვეყნის წინაშე. ტანჯვა და უბედურება გავიარე ქვეყნისთვის. დავისაჯეთ იმიტომ, რომ პატრიოტები ვიყავით, დავისაჯეთ იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას ვიცავდით...გვიყვარდეს ერთმანეთი...ბოროტ ძალას მწვანე არ აუნთოთ, მართლმადიდებლებო, ღმერთი ხომ სიყვარულია...’’--ასე დაგვემშვიდობა ნორა კვიციანი.