შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგის და პოზნანის მიმართულებით შესრულდება
13.12.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგის და პოზნანის მიმართულებით შესრულდება. Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის ივნისიდან მესამე ბაზირებულ ხომალდს აბრუნებს და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ევროპის 5 ახალი მიმართულებით დაიწყებს. 5-ვე მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება, პარიზის, მილანის, პრაღისა და მემინგენზე არსებულ სიხშირეებს კი თითო დაემატება.