შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მეორე დღეა ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი ”ქარავან არტ ფორუმი” მიმდინარეობს
18.05.2016
უკან დაბრუნება
მეორე დღეა ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი ”ქარავან არტ ფორუმი” მიმდინარეობს.დღეს ნ.ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალის ფარგლებში მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია ჩატარდა.კონფერენციაში საერთაშორისო მხატვრები და სპეციალისტები მონაწილებდნენ.მომხსენებლებმა თანამედროვე მუზეუმის ფუნქციონირების შესახებ ევროპულ სამხატვრო სივრცეში ,მხატვრულ პროგრამათა გაცვლის საშუალებებსა და თანამედროვე ხელოვნების აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს ასევე მოეწყო მრგვალი მაგიდა და გამოფენა ფოტო ინსტალაციებით.