ქუთაისში, პარლამენტის ყოფილშენობაში, შესაძლოა, IT-ჰაბი შეიქმნას
13.12.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილშენობაში, შესაძლოა, IT-ჰაბი შეიქმნას - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთ ებრაულ კომპანიასთან თანამშრომლობენ.
ქუთაისში საკანონმდებლო ორგანო 2019 წლიდან აღარ ფუნქციონირებს.
2012 წლის შემდეგ 2019 წლის 5 თებერვალს საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია თბილისში გაიხსნა.
მანამდე საუბარი იყო პარლამენტის შენობისთვის რამდენიმე ფუნქციის მინიჭებაზე. მათ შორის საუბრობდნენ რომ იქ საპოლიციო ჰაბი განთავსდებოდა.