შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ცნობით, მოსამართლემ განკარგულება გასცა, რომ 14 დეკემბრის პროცესს ბრალდებული დისტანციურად დაესწრება
13.12.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ცნობით, მოსამართლემ განკარგულება გასცა, რომ 14 დეკემბრის პროცესს ბრალდებული დისტანციურად დაესწრება. მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობის პირველი განხილვა 9 დეკემბერს შედგა. ადვოკატების მიმართვის საფუძველი ექსპერტიზის დასკვნა გახდა. დაცვის მხარე ცდილობს დაამტკიცოს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასჯელის ქართულ პენიტენციურ სისტემაში მოხდის საშუალებას არ იძლევა.