სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ნოემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 665 992-მდე გაიზარდა
09.12.2022
უკან დაბრუნება
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ნოემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 665 992-მდე გაიზარდა. შედეგად ქვეყანაში სოციალურ დახმარებას მოსახლეობის თითქმის 18% იღებს.
მიმდინარე წელს საარსებო შემწეობა ყველაზე მეტ ადამიანზე აგვისტოში გაიცა, როცა ბენეფიციართა რიცხვი რეკორდულად 670 ათასამდე გაიზარდა.
ნოემბერში გაცემული თანხის რაოდენობა 58 მილიონი ლარია, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი ოქტომბერში 56.2 მლნ ლარს შეადგენდა.