ქუთაისის ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონიალი 24 დეკემბერს,20 საათზე გაიმართება
09.12.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონიალი 24 დეკემბერს,20 საათზე გაიმართება. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
წელს ქალაქს ახალი,16 მეტრიანი ნაძვის ხე ექნება,რომლის შეძენაც ბიუჯეტს 146 ათასი ლარი დაუჯდა. ნაძვის ხე ტრადიციულად, ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის წინ დაიდგმება.